logo_geo
ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის ფაქტს ხელისუფლება შიდა ტერორიზმის გამოვლინებად განიხილავს
- +

4 აგვისტო. 2019. 22:34

 

 

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის ფაქტს, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა, შიდა ტერორიზმის მუხლით იძიებენ. ამის შესახებ „BBC“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

გავრცელებული ცნობით, სავაჭრო ცენტრ „Walmart“-ში ცეცხლი გახსნა 21 წლის მამაკაცმა, რომელიც უკვე დაკავებულია.

 

პოლიციის ინფორმაციით, მსროლელი ელ პასოდან 1000 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალენში ცხოვრობდა.

 

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლისას 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი