logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ერებმა ერთად უნდა იმუშაონ დამოუკიდებლად მოქმედი ტერორისტების თავდასხმების აღსაკვეთად
- +

5 აგვისტო. 2019. 12:47

 

„ერებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ დამოუკიდებლად მოქმედი ტერორისტების თავდასხმები, რომლებიც ერთმანეთს შთააგონებენ“, – ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

სტოლტენბერგმა ვიზიტის დროს ის მეჩეთი მოინახულა, სადაც რამდენიმე თვის წინ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს 51 ადამიანი დაიღუპა.

 

„ისინი მარტო მოქმედებენ, თუმცა შთააგონებენ ერთმანეთს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმს სხვადასხვა ხერხებით უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 საათის განმავლობაში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პირველი თავდასხმა იყო ტეხასში. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 20 ადამიანი მოკლა, ათობით ადამიანი კი დაიჭრა. თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მისი მანიფესტი გავრცელდა, სადაც ის მხარს უჭერდა ახალ ზელანდიელ თავდამსხმელს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი