logo_geo
ქაიროში აფეთქების დროს 17 ადამიანი დაიღუპა
- +

5 აგვისტო. 2019. 12:47

 

ეგვიპტის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების დროს 17 ადამიანი დაიღუპა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, ავტომობილი ქაიროს ცენტრალურ რაიონში, ეგვიპტის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის სიახლოვეს აფეთქდა. გავრცელებული ცნობთ, ავტომობილი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამ მანქანას შეეჯახა და აფეთქდა.

 

ინციდენტის შედეგად 32-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

 

ფაქტს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს, თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რომ აფეთქება ტერორისტული თავდასხმა იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი