logo_geo
კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო
- +

5 აგვისტო. 2019. 20:51

 

იუნიორებს შორის მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით ყოფილმა ჩემპიონმა, პოლონელმა დავიდ კოსტეცკიმ, ვარშავის ციხეში თავი მოიკლა. 38 წლის მოკრივეს კიდევ ორი წელი რჩებოდა პატიმრობის ვადის ამოწურვამდე.

 

როგორც „პოლსატ სპორტი“ (Polsat Sport) იტყობინება, მოკრივემ ღამით საკანში თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა კოსტეცკის გადარჩენა ვერ შეძლო.

 

აღვნიშნავთ, რომ პოლონელი მებრძოლი მეტად პერსპექტიულ მოკრივედ მიიჩნეოდა. მან პროფესიულ რინგზე 41 ბრძოლა ჩაატარა და 39 მოიგო.

 

მოგვიანებით, კოსტეცკი კრიმინალურ სამყაროს შეუერთდა. 2011 წელს, ის პირველად გაასამართლეს და ორწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს სუტენიორობის გამო. ამის შემდეგ, პოლონელი კიდევ ერთხელ მოხვდა ციხეში გატაცებული მანქანების მაქინაციებში მონაწილეობის მიზეზით. ამ ოპერაციისას, პოლონეთის ხაზინას 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი