logo_geo
ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა
- +

5 აგვისტო. 2019. 22:44

 

 

 

ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია Tolo News ავრცელებს.

 

მისი ცნობით, შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერატში მოხდა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული და პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა.

 

პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა გარემოვაჭრეები არიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი