logo_geo
დაკვამლიანება სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც საგანგებოდ დაეშვა-არიან დაშავებულები
- +

6 აგვისტო. 2019. 15:35

 

 

 

ავიაკომპანია „British Airways“-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვალენსიაში საგანგებოდ დაეშვა.

 

ამის მიზეზი თვითმფრინავის სალონში დაკვამლიანება გახდა – წერს „Daily Mirror“.

 

გამოცემის ინფორმაციით, მგზავრებმა სალონი გასაბერი ტრაპის დახმარებით დატოვეს. ლაინერს აეროპორტში სახანძრო ბრიგადები დახვდნენ.

 

„Europa Press“-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი კვამლით მოიწამლა, ისინი საავადმყოფოში მოათავსეს, 10 მგზავრი კი თვითმფრინავის დატოვების დროს დაშავდა.

 

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

 

big_banner
არქივი