logo_geo
ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ტონი მორისონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

6 აგვისტო. 2019. 20:10

 

 

1993 წლის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი მწერალი ტონი მორისონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მწერლის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა. მორისონი (ნამდვილი სახელი - ქლოე არდელია უოფორდი) 11 რომანის ავტორია, ნობელის პრემია კი 1993 წელს მიიღო. მისი პირველი რომანი „ყველაზე ლურჯი თვალები“ (The Bluest Eye) 1970 წელს დაიბეჭდა.

 

მორისონის რომანის „საყვარელის“ (Beloved) მიხედვით 1998 წელს ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი როლი ოპრა უინფრიმ შეასრულა.

 

მორისონი არის პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი