logo_geo
ლუიზიანის შტატში ორმხრივი სროლა მოხდა
- +

7 აგვისტო. 2019. 00:17

 

 

ლუიზიანის შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში, Walmart-ის სავაჭრო ცენტრში ორმხრივი სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ტელეარხ WBRZ-ის ცნობით, ორ მომხმარებელს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს რამდენჯერმე ესროლეს.

 

სროლისას დაიჭრა 40 წლის კაცი, რომელიც პოლიციის მისვლამდე საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება მსროლელებს, ერთი მათგანი დაკავებულია, მეორე შეიარაღებულ კაცს კი პოლიცია ამჟამად აქტიურად ეძებს. სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი