logo_geo
იაპონიაში მფრინავი მანქანა, იგივე „გიგანტური დრონი“ გამოსცადეს
- +

9 აგვისტო. 2019. 00:29

 

 

იაპონიაში რამდენიმე დღის წინ, ახალი მფრინავი გამოსცადეს. მანქანა, რომელსაც, ფორმის გამო, გიგანტურ დრონსაც უწოდებენ კომპანია „NEC Corp.“-ში შეიქმნა, მას 4 პროპელერი აქვს და ელემენტზე მუშაობს. მისი შემქმნელების თქმით, მომავალში, ამ გიგანტური დრონით გადაადგილებას ადამიანებიც შეძლებენ. ხოლო საცდელი ფრენისას, მანქანა მგზავრების გარეშე, დაახლოებით, სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ერთი წუთის განმავლობაში იფრინა. გაუთვალისწინებელი რისკის თავიდან ასარიდებლად ფრენა შემოსაზღვრულ სივრცეში, ერთგვარ გალიაში ჩატარდა.

 

მოდელის შექმნაზე იაპონელი ინჟინრები ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მანქანა 150 კილოგრამს იწონის, სიგრძეში 3.9 მეტრია, სიმაღლეში 1.3, ხოლო სიგანეში 3.7 მეტრი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი