logo_geo
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვლადიმირ ზელენსკი მიიწვია
- +

9 აგვისტო. 2019. 21:02

 

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიპატიჟებულია და მისი ვიზიტი ამერიკაში მალე შედგება. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის „ძალიან ჭკვიან ადამიანად“ მიჩნევს და ფიქრობს, რომ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმება.

 

ტრამპის განცხადებით, ზელენსკის უკრაინაში მშვიდობა სურს.

 

ამ დროისთვის, ვლადიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, ამერიკაში ვიზიტამდე, უკრაინული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ვარშავასა და ნიუ-იორკშიც შეხვდნენ ერთმანეთს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი