logo_geo
რუსეთში სამხედრო ნაწილის არსენალში აფეთქება მოხდა
- +

9 აგვისტო. 2019. 22:21

 

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, აჩინსკის რაიონში, სამხედრო არსენალში მორიგი აფეთქება მოხდა. აფეთქების გამო 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები და სამართალდამცველები. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ერთი დაშავებულის შესახებ იუწყება.

 

აღნიშნული უწყება აფეთქების მიზეზად ჭურვებზე მეხის დაცემას ასახელებს.

 

აღსანიშნავია, რომ აფეთქებები მაშინ მოხდა, როდესაც ტერიტორიის განაღმვა მიმდინარეობდა.

 

სამხედრო არსენალში მომხდარი აფეთქებების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე სამხედრო არსენალში აფეთქებები 5 აგვისტოსაც მოხდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი