logo_geo
დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინისგან შესანიშნავი წერილი მივიღე
- +

9 აგვისტო. 2019. 23:24

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან, კიმ ჩენ ინისგან შესანიშნავი წერილი მიიღო.

 

„ეს იყო ძალიან პოზიტიური წერილი. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. მან მართლაც შესანიშნავი წერილი დაწერა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეას არ დაურღვევია ბირთვული შეთანხმება.

 

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს უკვე სამჯერ შეხვდა – სინგაპურში, ჰანოესა და კორეის დემილიტარიზებულ ზონაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი