logo_geo
დანიაში აფეთქება მოხდა
- +

10 აგვისტო. 2019. 12:45

 

დანიაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

 

როგორც ცნობილია, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციის შენობა დაზიანდა.

 

დანიის დედაქალაქში პირველი აფეთქება ოთხი დღის წინ მოხდა. მაშინ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

 

პოლიცია აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა აღნიშნული ორი აფეთქება ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა სამართალდამცველები ეძებენ მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი