logo_geo
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

10 აგვისტო. 2019. 14:50

 

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერ სტიქიას კერალას, კარნატაკას და მაჰარაშტრას შტატებში ებრძვიან.

 

წყალდიდობის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასობით ათასი მოსახლის ევაკუაცია განახორციელა.

 

„როიტერის“ ცნობით, რეგიონში წყალმოვარდნა ძლიერი სეზონური წვიმის შედეგად მოხდა, რამაც ცალკეულ ადგილებში მეწყერიც გამოიწვია.

 

ინდოეთში სეზონურ წვიმებს ყოველწლიურად, ივნისიდან სექტემბრამდე ებრძვიან, რაც ხშირ შემთხვევაში, რეგიონის აგროკულტურაზე კატასტროფულ გავლენას ახდენს. სეზონური წვიმების დროს ათასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ზიანდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი