logo_geo
მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა ციხეში თავი მოიკლა
- +

10 აგვისტო. 2019. 17:44

 

 

ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში თავი მოიკლა. ინფორმაციას „CNBC“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა.

 

„BBC“-ის ცნობით, ეპშტაინის ცხედარი ადგილობრივი დროით 07:30 ნიუ-იორკის ციხეში საკუთარ საკანში იპოვეს, სადაც ის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდა.

 

2019 წლის 25 ივლისს ეპშტეინი ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში უგონოდ იპოვეს. როგორც „NBC New York“ წყაროზე დაყრდნობით წერს, მას ყელზე ჭრილობა აღენიშნებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი