logo_geo
საცხოვრებელ სახლში აბაზანის ჭერიდან გველი ჩამოვარდა და ბავშვებს დაეცა
- +

11 აგვისტო. 2019. 12:19

 

ავსტრალიაში, ქალაქ ბრიზბენში საცხოვრებელ სახლში პითონი აბაზანის ჭერიდან ჩამოვარდა და ბავშვებს დაეცა.

 

ბავშვები აბაზანიდან გაიქცნენ და საშველად მშობლებს დაუძახეს. მათ გველის დამჭერები გამოიძახეს.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა სერპენტოლოგმა (ქვეწარმავლების სპეციალისტი) განმარტა, რომ ავსტრალიაში გველი ყოველი მესამე სახლის სხვენში ბინადრობს. სპეციალისტებმა პითონის განეიტრალება შეძლეს.

 

პითონის სიგრძე 1,5 მეტრი იყო.

 

 

big_banner
არქივი