ავსტრალიაში, ქალაქ ბრიზბენში საცხოვრებელ სახლში პითონი აბაზანის ჭერიდან ჩამოვარდა და ბავშვებს დაეცა.
ბავშვები აბაზანიდან გაიქცნენ და საშველად მშობლებს დაუძახეს. მათ გველის დამჭერები გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სერპენტოლოგმა (ქვეწარმავლების სპეციალისტი) განმარტა, რომ ავსტრალიაში გველი ყოველი მესამე სახლის სხვენში ბინადრობს. სპეციალისტებმა პითონის განეიტრალება შეძლეს.
პითონის სიგრძე 1,5 მეტრი იყო.