logo_geo
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახის ქონება წუთში $75 ათასით იზრდება
- +

11 აგვისტო. 2019. 12:47

 

უოლტონების ოჯახმა, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ „Walmart“-ს ფლობს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახის სტატუსი შეინარჩუნა. ამის შესახებ სააგენტო „Bloomberg“ წერს.

 

უოლტონების ქონება ერთ წელიწადში 39 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 190,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთს მათი ქონება დაახლოებით 75 ათასი დოლარით იზრდებოდა.

 

მეორე ადგილზე საკონდიტრო კომპანია „Mars“-ის დამფუძნებლის ფრენკ მარსის ოჯახი გავიდა. მათი ქონება გასული წლის განმავლობაში 37 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 126,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე გავიდნენ ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები - კომპანია „Koch Industries“-ის დამფუძნებლის ფრედ კოხის შვილები. ძმები კოხების ქონებამ 125 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

ლიდერებს შორის მოხვდნენ საუდის არაბეთის მმართველი დინასტიის წევრები, რომელთა აქტივებიც 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და „Chanel“-ის მფლობელები ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები (57,6 მილიარდი დოლარი).

 

საერთო ჯამში, მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის ქონებამ 1,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი