logo_geo
პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს
- +

12 აგვისტო. 2019. 11:21

 

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარა. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია ტელეარხ „პრიამოის“ შესყიდვისას გარიგებაზე.

 

25 ივლისს პოროშენკო გამოძიების სახელმწიფო ბიუროში უკვე იმყოფებოდა. მაშინ ის ქარხნის „სამჭედლო რიბალსკიზე“ ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებაზე იძლეოდა განმარტებებს.

 

როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, ის არც ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ არის.

 

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი