logo_geo
ერევანი-მოსკოვის ავიარეისი ვერ შესრულდა
- +

12 აგვისტო. 2019. 13:03

 

„UTair“-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა „Boeing 737“-მა ერევნიდან მოსკოვის მიმართულებით ავიარეისი, ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ შეასრულა.

 

ამის შესახებ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში განაცხადეს.

 

კომიტეტში აცხადებენ, რომ მგზავრების გადაყვანა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება, მანამდე ისინი სასტუმროთი და საკვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

 

ივნისში, მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში მოსკოვი-ერევნის რეისიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა, რა დროსაც 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. თვითმფრინავი სიმაღლის აღებას ცდილობდა, როდესაც ეკიპაჟმა სალონში უცხო სუნის შესახებ მიიღო შეტყობინება.Boeing-737-ის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 11 ბავშვი. მგზავრებმა სალონი გასაბერი ტრაპით დატოვეს.

 

აღსანიშნავია, რომ ერევანი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43,8%-ით გაძვირდა და, ამჟამად, ორი მიმართულება 15 109 რუსული რუბლი (705 ლარი) ღირს. ექსპერტების აზრით, ფასების მატება, დიდი ალბათობით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებას უკავშირდება.

 

რუსი ტურისტები საქართველოში მოსახვედრად ერევნისა და ბაქოს აეროპორტებს იყენებენ, ამის შემდეგ კი ავტობუსებით მგზავრობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი