logo_geo
ბარსელონაში მომხდარი ჩხუბის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
- +

13 აგვისტო. 2019. 01:11

 

 

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, მომხდარი ჩხუბის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. ფაქტს საქართველოს საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ.

 

გაზეთ „El Pais“-ის თანახმად, ინციდენტი კვირას, შუადღის საათებში, ოთხ ადამიანს შორის მოხდა. პოლიციას ჩხუბის შესახებ თვითმხილველმა შეატყობინა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქართველი, 30 წლის მძიმედ დაჭრილი კაცი და კიდევ ორი დაშავებული დახვდათ. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საქართველოს მოქალაქის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საკონსულო ურთიერთობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან, ისე დაღუპულის ოჯახთან.

„ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება“, – ამბობენ უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი