logo_geo
„Versace“-მ მაისურის დიზაინის გამო ბოდიში მოიხადა და მის გაყიდვაზე უარი თქვა
- +

13 აგვისტო. 2019. 01:49

 

„Versace“-მ მაისურის დიზაინის გამო ბოდიში მოიხადა და მის გაყიდვაზე უარი თქვა. მაისურზე ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

 

„Versace“-ს მიერ გამოშვებულ მაისურებზე სხვადასხვა ქვეყანა და მათი ქალაქებია ჩამოთვლილი, ჩამონათვალში კი ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებადაა გამოტანილი. აღნიშნულ ფაქტს კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში, რის შემდეგაც კომპანიამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ვერსაჩე მაისურებს გაყიდვიდან ამოიღებს.

 

საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გააკეთა ვერსაჩეს კრეატიულმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დონატელა ვერსაჩემაც:

 „არასდროს მინდოდა უპატივცემულობა გამომეხატა ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ და ამიტომ პერსონალურ ბოდიშს ვუხდი მათ ამ უზუსტობისთვის“, - ნათქვამია პოსტში.

 

სოციალურ ქსელში ჩინეთში ვერსაჩეს ელჩისა და ქვეყანაში პოპულარული მსახიობის იანგ მის გადადგომასაც ითხოვენ. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ მოთხოვნის შინაარსის ჰაშთაგიც შეიქმნა, რომელიც უკვე 860 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.

 

 

big_banner
არქივი