logo_geo
აშშ-ში ადოლფ ჰიტლერის წითელ ტელეფონს აუქციონზე გაიტანენ
- +

19 თებერვალი. 2017. 16:33



BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუქციონზე ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის წითელ ტელეფონს გაიტანენ, რომელიც ბერლინში, ჰიტლერის ბუნკერში 1945 წელს იპოვნეს.


ელეფონზე ჰიტლერის სახელი და ნაცისტური გერმანიის სიმბოლოა ამოტვიფრული.  


ტელეფონი საბჭოთა კავშირის სამხედროებმა იპოვნეს, რომლებმაც იგი ბრიტანელ გენერალ სერ რალფ რეინერს გადასცეს. ტელეფონი აუქციონზე სწორედ რეინერის ვაჟს გამოაქვს.


Alexander Historical Auctions-მა განაცხადა, რომ აუქციონი 100 აშშ დოლარით დაიწყება. ამასთან, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტელეფონი 300 ათას დოლარად გაიყიდება.


აუქციონის სახლის წარმომადგენელმა აღნიშნულ ტელეფონს „მასობრივი განადგურების ტელეფონი" უწოდა, ვინაიდან ჰიტლერი მისი მეშვეობით, სასიკვდილო ბრძანებების გასაცემად ხშირად რეკავდა.


 

big_banner
არქივი