logo_geo
გერმანიაში „ფიფქიას“ საფლავის ქვა აღმოაჩინეს
- +

13 აგვისტო. 2019. 14:01

 

გერმანიაში ძმებ გრიმების ზღაპარ „ფიფქიას“ მთავრი გმირის პროტოტიპის საფლავის ქვა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

​როგორც ირკვევა, „ფიფქიას“ ჰყავდა პროტოტიპი და ის XVIII საუკუნეში ბავარიაში, ქალაქ ლორ-ამ-მაინში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, როდესაც „ფიფქიას“ პროტოტიპი მარია-სოფია ფონ ერტალი 18 წლის შესრულდა, მამამ ახალი ცოლი მოიყვანა. რომელსაც გერი არ უყვარდა. ამის გამო გოგონა, არა ტყეში, არამედ მონასტერში წავიდა.

 

ისტორიკოსები სწორედ მარია-სოფია ერტალს მიიჩნევენ ძმებ გრიმების ცნობილი ზღაპრის პერსონაჟის პროტოტიპად.

 

მისი სამშობლო გარშემორტყმული იყო შპესარტეს ტყით, რომლის სიახლოვესაც ცხოვრობდნენ მაღაროელები. ყველა მათგანი დაბალი სიმაღლის იყო და შახტში მუშაობის დროს, სპეციალურ მოსასხამებს იცვამდნენ.

 

მარია სოფია ერტალის დაკრძალვის ადგილი დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა. თუმცა, „დოიჩე ველეს“ ცნობით, მისი საფლავის ქვა ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინეს, ბამბერგში, ერთ-ერთი ცნობილი სახლის მემკვიდრეებმა. საფლავის ქვა მათ კათოლიკური ეპარქიის მუზეუმს გადასცეს. ოვალური ფორმის ქვა ნაცრისფერი მარმარილოსგანაა გამოთლილი. ქვას რამდენიმე თეთრი ფერის ვარსკვლავი ამშვენებს.

 

„ფიფქიას“ ზღაპარში არანაკლებ მნიშვნელოვანი არის სარკეც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ღვინის სარდაფში ეკიდა.

 

სარკის ჩარჩოზე დამაგრებულ ერთ-ერთ მედალიონზე არის ფრანგული წარწერა „Amour Propre“, – რაც ქართულად საკუთარ თავზე შეყვარებულს ნიშნავს.

 

გასაკვირი არაა, რომ „ფიფქიას“ შესახებ ლეგენდამ ძმები გრიმები დააინტერესა, რადგან ისინი მარია სოფია ფონ ერტალის მშობლიური ქალაქიდან 70 კილომეტრში ცხოვრობდნენ.

 

დღეს ქალაქ ლორ-ამ-მაინცს „ფიფქიას ქალაქს“ ეძახიან. შპესარატის მუზეუმის სტუმრებს კი, ლეგენდარული „ჯადოსნური სარკის“ ხილვაც შეუძლიათ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი