logo_geo
საბერძნეთში ტყე იწვის
- +

13 აგვისტო. 2019. 22:18

 

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ტყე იწვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტყეში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე სახანძრო მანქანა, ექვსი თვითმფრინავი და ხუთი ვერტმფრენი ცდილობს.

 

ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა სამი სოფლის ევაკუაცია განახორციელეს. ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან წარმოქმნილმა კვამლმა საბერძნეთის დედაქალაქამდე მიაღწია.

 

სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძართან დაკავშირებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და ათენში დაბრუნდა.

 

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი