logo_geo
კრიშტიანუ რონალდუსა და ანჯელინა ჯოლის თურქულ სერიალში გადაიღებენ
- +

19 თებერვალი. 2017. 20:06



„სიცოცხლის ხიდი"- ასე ჰქვია სერიალს, რომელშიც მადრიდის „რეალის" ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუსა და ამერიკელ მსახიობს, ანჯელინა ჯოლის გადაიღებენ. ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს.


გამოცემა იუწყება, რომ სერიალი სირიიდან დევნილ ოჯახზე იქნება, რომელიც თურქეთში გაიქცა. ჯამში, სულ სამ სეზონს გადაიღებენ. სერიალის სლოგანია „ან დარჩებით და მოკვდებით, ან ჩამოხვალთ და იცოცხლებთ".


რონალდუ და ჯოლი ძირითად სამსახიობო გუნდში არ იქნებიან. 32 წლის ფეხბურთელმა და 41 წლის მსახიობმა პროექტის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. ისინი, სავარაუდოდ, მიწვეული ვარსკვლავების რანგში მოგვევლინებიან. ფილმის გადაღება 2017 წლის მარტში თურქეთში, გაზიანთეპში დაიწყება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი