logo_geo
მშვიდობისა და მუსიკის სამი დღე - ვუდსტოკის ფესტივალიდან 50 წელი გავიდა
- +

15 აგვისტო. 2019. 20:59

 

 

ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალიდან 50 წელი გავიდა.

 

„მშვიდობის და მუსიკის სამი დღე“ – ამ ეგიდით, 1969 წლის 15-18 აგვისტოს, ნიუ-იორკის ოლქის ქალაქ ბეთელში, მაქს იასგურის 600 აკრიან ფერმაში მასშტაბური ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც 400 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა დაესწრო.

 

ფესტივალი ღია სივრცეში, თითქმის გადაუღებელი წვიმის ფონზე გაიმართა და მუსიკის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტად და დიდი კონტრკულტურული თაობის საბოლოო კავშირადაა აღიარებული.

 

უამრავი დამსწრის მიუხედავად, ფესტივალი მშვიდად ჩატარდა, სადაც იგრძნობოდა სოციალური ჰარმონია და იყო ხარისხიანი მუსიკა. ბევრმა სპორტულმა ბოჰემურმა ჩაცმულობამ, ქცევამ და დამოკიდებულებამ, მუსიკალური ფესტივალი საუკუნის მოვლენად აქცია.

 

ფესტივალი მიეძღვნა ამერიკის იმდროინდელ კულტურას და ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მუსიკის ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა როგორებიც არიან: ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯო კოკერი, ზე ჰუ, ჯონი ვინთერი, სანტანა და სხვა მრავალი. ფესტივალზე სულ 32 მომღერალი და ბენდი წარსდგა.

 

ვუდსტოკი დღემდე აღიქმება არა მარტო, როგორც მუსიკისა და ხელოვნების საპატივცემულო ღონისძიებად, არამედ ფესტივალი ასევე თავისუფლებისა და სიყვარულის ზეიმი იყო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის განმავლობაში ორი ბავშვი დაიბადა. ფესტივალზე დიდი გავლენა მოახდინა ჰენდრიქსის გამოსვლამ, როდესაც ამერიკის ნაციონალური ჰიმნი (the star spangled banner) დამახინჯებულად დაუკრა. ეს იყო პროტესტი აშშ-ის მთავრობის მიმართ, რომელიც ვიეტნამში ომს აწარმოებდა. აღნიშნულ ომს მაშინ აშშ-ში ბევრი ახალგაზრდა ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობის, არეულობის და პროტესტის ერა.

 

​ვუდსტოკი იყო შესაძლებლობა ახალგაზრდა ადამიანებისთვის, არსებული მდგომარეობიდან თავი დაეღწიათ მუსიკაში და გაევრცელებინათ ერთობის და მშვიდობის გზავნილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი