logo_geo
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა
- +

16 აგვისტო. 2019. 10:53

 

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.

 

გავრცელებული ცნობით, რაკეტებმა 230 კილომეტრი მანძილი დაფარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი ზღვაში ჩაცვივდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი. თუმცა, გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა და მისმა სამხრეთკორეელმა კოლეგამ მოლაპარაკებები გამართეს.

 

ეს უკვე რიგით მეექვსე სარაკეტო გაშვებაა ფხენიანის მიერ ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი