logo_geo
უკრაინაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 აგვისტო. 2019. 12:20

 

 

უკრაინაში, ოდესაში მდებარე სასტუმროში ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერსი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული. საგანგებო სიტუაციების სამსახური ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობს.

 

უცნობია ისიც, თუ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ინციდენტის დროს 273-ნომრიან სასტუმრო „ტოკიოში“.

 

მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად 3 საათი დასჭირდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი