logo_geo
ჟან კლოდ-იუნკერს გადაუდებელ ოპერაციას ჩაუტარებენ
- +

17 აგვისტო. 2019. 20:55

 

ჟან კლოდ-იუნკერს გადაუდებელ ოპერაციას ჩაუტარებენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

როგორც ცნობილია, ჟან კლოდ-იუნკერი ავსტრიაში შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ლუქსემბურგში, სადაც ევროკომისიის ხელმძღვანელს გადაუდებელი ოპერაცია დაუნიშნეს. მას ნაღვლის ბუშტს ამოკვეთენ.

 

ჟან კლოდ-იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას 31 ოქტომბრამდე იკავებს. ამის შემდეგ მას ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაანაცვლებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი