logo_geo
ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ათასი სახლი დაიწვა
- +

17 აგვისტო. 2019. 22:45

 

 

ბანგლადეშში მასობრივი ხანძრის შედეგად 15 ათასი სახლი დაიწვა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დედაქალაქ დაკაში ცეცხლი იმ რაიონში გაჩნდა, სადაც ძირითადად ქოხები არის განლაგებული. შესაბამისად, ხანძარი დასახლებაში მალე გავრცელდა და 50 ათასი ადგილობრივი უსახლკაროდ დატოვა. „ბიბისის“ ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. რაც შეეხება დაზარალებულებს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დროებით საცხოვრებელს მიუჩენენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი