logo_geo
საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება
- +

19 აგვისტო. 2019. 12:33

 

 

დღეს საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

 

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრის - პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხების განხილვა. ასევე, უკრაინასა და სირიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე იმსჯელებენ.

 

შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი