logo_geo
კანარის კუნძულებზე ცეცხლი 10 ათას ჰექტარზეა გავრცელებული
- +

20 აგვისტო. 2019. 12:03

 

 

კანარის კუნძულებზე ტყის მასივში ცეცხლის გავრცელების არეალი გაიზარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამჟამად ცეცხლი 10 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

 

ხანძრის გამო საკუთარი სახლების დატოვება 9000 ადამიანს მოუხდა.

 

ხანძარი ტყეში 17 აგვისტოს, ქალაქ ტახედასთან გაჩნდა და ამჟამად სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, ხანძარი ტამადაბას ეროვნულ პარკს უახლოვდება. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს და დახმარებას ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას სთხოვს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი