logo_geo
მამა 5 თვის შვილს ფანჯრიდან აგდებდა - მას პოლიციამ მიუსწრო
- +

21 აგვისტო. 2019. 01:38

 

გამოძიება მცირეწლოვანზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. სარანსკის მკვიდრ მამაკაცს პოლიციამ მაშინ მიუსწრო, როცა თავის 5 თვის გოგონას მესამე სართულის ფანჯრიდან გადაგდებას ცდილობდა.

 

კაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცველები მის სახლში ფანჯრიდან გადაძვრნენ და ბავშვი მედიკოსებს გადასცეს.

 

მოგვიანებით ბავშვის დედამ განმარტა, რა მოხდა შემთხვევის დღეს. მისი თქმით, კაცს ბავშვი მისახედად დაუტოვა, თვითონ კი ბებიას საავადმყოფოში მიაკითხა. მაშინ ქალის მეუღლე ფხიზელი იყო, თუმცა, მოგვიანებით ტელეფონით საუბრის დროს შეიტყო, რომ მას უკვე დაელია. ქმარმა დალევის მიზეზად ნაბახუსევზე ყოფნა მოიმიზეზა. წინა დღით ოჯახმა ბავშვი მონათლა.

 

ქალს სახლში მარტო მისვლის შეეშინდა და ძმებს დაურეკა, რადგან ქმარს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ამან კაცი გააღიზიანა, იყვირა - ახლა კონცერტს გაჩვენებთო და აივნიდან ჯერ საოჯახო ტექნიკის გადმოყრა დაიწყო, შემდეგ კი ბავშვის გადმოგდებით დაიმუქრა. ქალმა პოლიციაში დარეკვა მოასწრო.

 

 

 

 

big_banner
არქივი