აშშ-ის პრზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის აშშ-სთვის მიყიდვაზე უარის გამო დანიაში ვიზიტი გადადო. მანამდე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსონმა თეთრი სახლის ლიდერის იდეას გრენლანდიის გაყიდვასთან დაკავშირებით „აბსურდული დისკუსია“ უწოდა.
„დანია ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა მშვენიერი ხალხით, მაგრამ მისი პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსონის სიტყვებიდან გამომდინარე, რომ ის არ არის დაინტერესებული გრენლანდიის გაყიდვის საქმის განხილვით, მე გადავდე შეხვედრა, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.