logo_geo
„ადამიანი ობობა“ „მარველის“ კინოსამყაროს ტოვებს
- +

21 აგვისტო. 2019. 19:12

 

 

„ადამიანი ობობა“ „მარველის“ კინოსამყაროს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ „სონი ფიქჩერსი“ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

 

„მარველიდან“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული გმირის წასვლა, „სონისა“ და „დისნეის“ შორის უთანხმოებამ გამოიწვია. ორი უდიდესი კინოკომპანია ერთმანეთთან ფილმებიდან შემოსავლების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, „დისნეიმ“ „სონის“ სთხოვა, რომ „ადამიანი ობობას“ მომავალი ფილმებიდან შემოსავალი სტუდიებს თანაბრად გაენაწილებიან. შეთავაზებაზე „სონიმ“ უარი თქვა, რის შემდეგაც „დისნეიმ“ შეთანხმება დაასრულა.

 

„ადამიანი ობობას“ ფრენჩაიზიდან ბოლო ფილმი, „ადამიანი ობობა-სახლიდან შორს“ იყო.

 

 

big_banner
არქივი