logo_geo
„BBC“ ჩაძირული „ტიტანიკის“ კადრებს ავრცელებს
- +

22 აგვისტო. 2019. 02:29

 

 

„BBC“-მ ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, ჩაძირული ტიტანიკის კადრები გამოაქვეყნა.

 

მასალაში ნაჩვენებია, რა მდგომარეობაშია სამგზავრო გემი. „ტიტანიკის“ გადასაღებად ატლანტის ოკეანეში ექსპედიციას ვიქტორ ვესკოვო, პარკს სტეფენსონი, რობ მაკალუმი ხელმძღვანელობდა.

 

 

ვესკოვოს განცხადებით, გემის მდგომარეობა მარილის კოროზიისა და „მეტალისმჭამელი“ ბაქტერიების გამო გაუარესებულია. ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და „Atlantic Productions“ იღებს. გემი დღესდღეობით ოკეანის ზედაპირიდან 4,000 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული.

 

 

სამგზავრო გემი „ტიტანიკი“ 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. გემი 1912 წლის 15 აპრილის დილას ჩაიძირა. ტრაგედიას 1,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი