ბელგიური ნაციონალისტური პარტიის „ახალი ფლამანდიური ალიანსის“ ახალგაზრდული ფრთა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბელგიის რეგიონის - ვალონიის ყიდვას ერთ ევროდ სთავაზობს. შესაბამისი განცხადება პარტიის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებასღან ერთად გამოქვეყნდა ვალონიის ქალაქ დიურბუის ფოტო, სადაც ნიუ-იორკული „ტრამპ თაუერია“ ჩასმული.
„ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპ, ერთი ევრო - და ვალონია თქვენია. დაგვირეკეთ“, - წერია განცხადებაში.
ფლამანდიელი სეპარატისტების ხუმრობა ბევრს არ მოეწონა, მაგალითად, „რეფორმატული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მას „უხეში და ბრიყვული“ უწოდეს.