logo_geo
მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- +

22 აგვისტო. 2019. 22:37

 

 

პოლონეთის ტატრებში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 

​პოლონური მედიის ცნობით, 20 ადამიანისგან შემდგარი ტურისტთა ჯგუფი გევონტის მასივის რაიონში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად შტორმი დაიწყო.

 

გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია. მეხის დაცემის შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

სამაშველო ოპერაციაში ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო.

 

 

big_banner
არქივი