logo_geo
ბრაზილია დახმარებას ითხოვს - ქვეყანას ცეცხლის ჩასაქრობად რესურსი არ ყოფნის
- +

23 აგვისტო. 2019. 00:59

 

„ცეცხლის ჩასაქრობად რესურსი აღარ გვყოფნის“ ,- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა. მისივე თქმით, ბრაზილიის ძალოვან სტრუქტურებს, მეხანძრე-მაშველების რესურსი ამოეწურა და ხანძართან საბრძოლველად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც აღარ შეუძლია. ბოლსონარუ დახმარებას მეზობელ ქვეყნებს სთხოვს.

 

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის პრეზიდენტმა ცეცხლის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა, მიზეზად კი მათ მიმართ დაფინანსების შეწყვეტა დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი