ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, 15 აგვისტოს შემდეგ ხანძრის ახალი, 9500 კერა გაჩნდა.
სტიქია იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტი სატელიტიდან გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანს. კვამლი ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავს.