logo_geo
ამაზონის ტყეების ხანძრის ჩაქრობაში არმია ჩაერთვება
- +

24 აგვისტო. 2019. 11:15

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ამაზონის ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის შეიარაღებული ძალები ჩაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები განლაგდებიან ბუნებრივ რესურსებთან, დასახლებულ და სასაზღვრო ტერიტორიებთან. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო რესურსების გამოყოფაზე პასუხისმგებელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ფერნარდო აზევედო ე სილვაა. განკარგულება ძალაშია 24 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე.

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ყოფნის. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მიერ ხანძართან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების შემდეგ, ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ ხანძარს საკუთარი ძალით გაუმკლავდებიან. მან დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდა, ბრაზილიის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

 

ბრაზილიის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილია ხანძრების ჩასაქრობად ზომებს არ მიიღებდა, ისინი სამხრეთ ამერიკასთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების გაუქმებას დაუჭერდნენ მხარს. კრიტიკული განცხადება გააკეთა ფინეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანტი რინე ბრაზილიური ხორცის იმპორტზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი