logo_geo
ქალმა ძალიან კარგ ქმართან განქორწინება მოითხოვა
- +

24 აგვისტო. 2019. 12:18

 

გაერთიანებულ ემირატებში ქალმა განქორწინება მოითხოვა, რადგან „ქმარს ძალიან უყვარს“. ამის შესახებ გამოცემა „Khaleej Times“ წერს.

 

განცადება განქორწინებაზე ელ-ფუჯაირას საემიროს შარიათის სასამართლოში შევიდა. ქალმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ქმარი „სიყვარულით ახრჩობს“. „არასოდეს მიყვირის, უარს არაფერზე მეუბნება“, აცხადებს „უბედური“ ქალი. მისი განცხადებით, ქმარი თურმე ზოგჯერ საჭმელსაც უკეთებს და სახლს ალაგებს. ყველაზე მეტად კი ქალს ის აღიზიანებს, რომ ერთად ცხოვრების მთელი წლის განმავლობაში ქმარი ერთხელაც კი არ შეკამათებია.

 

„მე მჭირდება კამათი, ჩხუბიც კი და არა უზრუნველი ცხოვრება სიმშვიდეში. ვოცნებობ, ერთხელ მაინც ვიკამათო, ჩემს რომანტიკულ ქმართან კი ეს შეუძლებელია. ის ყველაფერს მპატიობს და საჩუქრებით მავსებს“, - განაცხადა ქალმა და აღნიშნა, რომ ქმარმა „ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“.

 

იდეალური ქმარი კი ძალიან გულდაწყვეტილია ცოლის გადაწყვეტილების გამო - „მინდა, იდეალური და კეთილი ქმარი ვიყო“, - აცხადებს კაცი, რომელსაც ერთხელ ცოლმა შენიშვნა მისცა ზედმეტი წონის გამო და ამიტომ მან სასწრაფოდ დიეტაზე დაჯდა, სპორტსაც მოჰკიდა ხელი და ვარჯიშისას ფეხიც კი მოიტეხა.

 

სასამართლომ საქმის განხილვა გადადო, რათა ცოლ-ქმარს შერიგებისთვის დრო ჰქონდეთ.

 

big_banner
არქივი