logo_geo
ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა
- +

24 აგვისტო. 2019. 14:39

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ „ტასნიმი“ იუწყება.

 

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, უცნობია, რა ტიპის რაკეტაზეა საუბარი.

 

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის თავდაცვის და სტრატეგიული სისტემების გამოცდის მოედანი იყო. ჩვენი შემაკავებელი ძალების გაზრდიდან გამომდინარე, ეს შეუჩერებლად გრძელდება. გუშინ ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დღე იყო“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა.

 

ირანის სარაკეტო პროგრამა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. გასულ წელს ამის გამო დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები კვლავ აამოქმედა.

big_banner
არქივი