logo_geo
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
- +

24 აგვისტო. 2019. 16:33

 

 

გერმანიაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მომხდარ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

 

ინფორმაციას ადასტურებს პანკისის ხეობის მოსახლეობა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

 

მათი თქმით ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

 

ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

 

 

big_banner
არქივი