logo_geo
რომის პაპი ყველას მოუწოდებს, ამაზონში ხანძრის ჩაქრობისთვის ილოცონ
- +

25 აგვისტო. 2019. 16:31

 

 

ამაზონის ჯუნგლებში მასშტაბურ ხანძარს დღევანდელ ქადაგებაში რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა, ხანძრების შეწყვეტისთვის ილოცონ.

 

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ხანძრებით, რომლებმაც ამაზონის ტყეები მოიცვა და ვლოცულობთ, რომ საყოველთაო დახმარებით, ისინი სწრაფად ჩაქრეს. ამ მწვანე ფილტვებს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი პლანეტისთვის“, - განაცხადა პონტიფიკოსმა ქადაგებისას.

 

ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ხანძარმა ამაზონის ტყის 1.8 მილიონი ჰექტარი გაანადგურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი