logo_geo
კატა 5 წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა
- +

25 აგვისტო. 2019. 18:08

 

 

ახალ ზელანდიაში პედერსონების ოჯახში 5 წლის წინ დაკარგული კატა „გარი“ დაბრუნდა. ამის შესახებ „NZ Herald“ წერს.

 

2014 წელს ლიზა პედერსონი ოჯახთან ერთად სამხრეთ კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად. ახალ ადგილზე დაბინავებისთანავე მშიშარა „გარი“ გაქრა. ოჯახი დიდხანს ეძებდა დაკარგულ კატას, მაგრამ უშედეგოდ. ლიზა შიშობდა, რომ „ძალიან შინაური“ კატა უცხო ადგილას მარტო ვერ გადარჩებოდა.

ხუთი წლის შემდეგ კი ერთ-ერთმა ვეტერინარულმა კლინიკამ იპოვა უპატრონო კატა, რომელსაც ჩიპი აღმოაჩნდა. სწორედ ამ ჩიპის საშუალებით იპოვეს კატის ყოფილი პატრონები. ლიზა და მისი ოჯახი „გარის“ დანახვაზე თვალებს არ უჯერებდნენ. პოვნისას კატა უკვე 13 წლის იყო. „გარი“ ამჟამად უკვე პედერსონების ოჯახშია, სადაც კიდევ ორი კატა დახვდა.

 

 

big_banner
არქივი