logo_geo
ამაზონის ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში 44 000 ჯარისკაცი ჩაერთვება
- +

26 აგვისტო. 2019. 12:45

 

ჩრდილო ამაზონის რეგიონში, ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს დაახლოებით 44 000 სამხედრო მოსამსახურე შეებრძოლება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თვითმფრინავი C-130 Hercules, რომელიც ტყის ხანძარს ქალაქ პორტო-ველჰოსთან ახლოს ებრძვის.

 

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის მთავრობამ ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციები დაიწყო, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ცეცხლის 1 130 ახალი კერა წარმოიქმნა. საერთო ჯამში კი, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში დაახლოებით 80 000 ხანძარია რეგისტრირებული, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი