logo_geo
ემანუელ მაკრონი: ბრაზილიელებს, ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ
- +

26 აგვისტო. 2019. 18:10

 

 

„იმედი მაქვს, ბრაზილიას ძალიან მალე ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის საპასუხოდ განაცხადა, სადაც ის მაკრონის მეუღლის გარეგნობის შესახებ ირონიულად საუბრობს.

 

„ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, პირველ რიგში მისთვის და მერე ბრაზილიელებისთვის. ბრაზილიელ ქალბატონებს, ალბათ, თავიანთი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ“, - განაცხადა მაკრონმა ბიარიციში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს ბრაზილიელ ხალხს და იმედი აქვს, რომ მათ „ძალიან მალე ეყოლებათ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი საქმის გაკეთების უნარი ექნება“.

 

ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ემანუელ მაკრონმა ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ჟაირ ბოლსონარუ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა.

 

big_banner
არქივი