logo_geo
მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართება
- +

27 აგვისტო. 2019. 10:52

 

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის დღეს, მოსკოვში შეხვედრა გაიმართება.

 

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ლიდერები შეხვედრაზე სირიის ჩრდილო-დასავლეთ იდლიბის პროვინციაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

 

„შეხვედრა არსებული გართულებული სიტუაციის განსახილველად გაიმართება,“ - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

 

მისივე ინფორმაციით, პუტინი და ერდოღანი უკრაინის კრიზისსა და მოსკოვი-ანკარას ურთიერთობებსაც განიხილავენ.

 

აღსანიშნავია, რომ სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირე რუსეთის მიერ იდლიბში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად აპრილიდან დღემდე ასობით ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასობით სირიელმა კი თურქეთს შეაფარა თავი.

 

თურქეთი, რომელსაც უკვე 3,6 მილიონზე მეტი სირიელი დევნილი ჰყავს, აცხადებს, რომ ეს თავდასხმა ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს და თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

 

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს ერდოღანის მწუხარება ესმის, მაგრამ ის ზუსტად ასევეა შეწუხებული „ტერორისტული ელემენტების“ მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო, რომლებიც უნდა განადგურდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი